თინა ხიდაშელი მკვლელობის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება – ეს თუ ვერ გავაჩერეთ, ყველაფერი უკან დაგვრჩება

ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ, – ამ შინაარსის სტატუსით თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბოლო დროს მკვლელობის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. როგორც მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული ფაქტები თუ არ შეჩერდა, ყველაფერი უკან დარჩება.
„გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოსჭრაო. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება. ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება, ეს თუ ვერ გავაჩერეთ! მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს? ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ“,- წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები