დავით ბაქრაძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრირებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია.
როგორც დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრა LIBE-ს კომიტეტში 5 სექტემბერს იგეგმება.
„ჩვენ გვაქვს პოზიტიური განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ 5 სექტემბერს LIBE-ს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვაქვს პოზიტიური განცდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები ამ კუთხით არ იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები