ოთარ დანელია: „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოქმედი მინისტრები ჯერჯერობით არ არიან

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოქმედი მინისტრები ჯერჯერობით არ არიან, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად პოზიციისა, სადაც საჭირო იქნება, იქ დადგება.
„არსებული მინისტრები ამ სიაში, ჯერჯერობით, არ არიან, რომელიც გუშინ გაგვაცნო პრემიერმა. თუმცა, რა თქმა უნდა, სიასთან დაკავშირებით, საჯაროდ გახდება ცნობილი და გაკეთდება ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება ჩემს დეპუტატობას, ადრეც მითქვამს, ვინაიდან, მე ვარ ამ გუნდის წევრი, ყველგან, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია მექნება, სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი, იქ დავდგები. თუმცა, მასმედიამ ცოტა იჩქარა, რადგან ეს არ არის შეჯერებული პოზიცია, ყოფილა კონსულტაციები, ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა დანელიამ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები