სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს საელჩოს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს საელჩოს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა გენერალ – მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა ტრანსსასაზღვრო დანაშაულზე, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების, უკანონო მიგრაციის პრევენციისა და ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა გამოძიების მიმართულებით გადამზადების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები