საგარეო უწყება მწუხარებას გამოხატავს იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 12 ივლისს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარისთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.
საგარეო უწყება სოლიდარობას უცხადებს იტალიის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.
ქალაქ ბარისთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგადაც დაიღუპა ოცი და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები