„ლეონიდ ჩერნოვეცკი გეგმავს, იმ ესპანურ გამომცემლობას უჩივლოს, რომელმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“

ლეონიდ ჩერნოვეცკი  ფეისბუქის პირად გვერდზე იმ გამომცემლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელმაც მისი ვაჟის დაკავების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა:
„ესპანურ გამომცემლობას, “El Español”-ს, რომელმაც ჩემი ვაჟი, სტეპანე ჩერნოვეცკი ფულის გამთეთრებელი კრიმინალური ბანდის ხელმძღვანელად დაასახელა, საპასუხო წერილი მივწერე! თუ გამომცემლობა სრულიად აბსურდულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ არ უარყოფს – გამომცემლობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტან და ესპანური მედიასაშუალებისგან ერთი მილიონი დოლარის გადახდას მოვითხოვ.
აღნიშნულ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის საქართველოსა და უკრაინაში სიამოვნებით დავხარჯავ! ამ ღია და თავხედურ განცხადებაზე მკაცრად უნდა აგონ პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენენ!!!“

ukranews.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები