ექსკლუზიური კადრები გენერალ დუმბაძის საქმის სასამართლო პროცესიდან

ამ წუთებში მოსკოვის სასამართლოში გენერალ დუმბაძის მკვლელეობაში ეჭვმიტანილების პროცესი მიმდინარეობს.
„კვირამ“ პროცესიდან ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.  ვიდეომასალაში ჩანს, ბრალდებული გოჩა კვირიკაშვილი, რომელიც განსასჯელის სკამზე იმყოფება. პროცესს მოსკოვში მცხოვრები ქართველებიც ესწრებიან, თუმცა საქმის განხილვაზე დასასწრებად რუსეთში ჩასვლა ვერ შეძლო გარდაცვლილი  დუმბაძის მეუღლემ ციცო აბაშიძემ.
10154767_739640226080824_1276362879_n„კვირას“ ინფორმაციით, საქმეში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს, გოჩა კვირიკაშვილს ბრალეულობა დაუმტკიცდა.
პროცესის დასრულებისთანავე „კვირა“ სასამართლო პროცესიდან დეტალურ ინფორმაციას და კადრებს შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის პირდაპირი შემსრულებელი 52 წლის საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილია, რომელმაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქართველებისგან დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.
ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის 21 მაისს საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლეტიდან დაცხრილეს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომან დუმბაძემ, უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასლან აბაშიძის გვერდით დადგა. რომან დუმბაძე 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ ქართველი გენერალი რუსეთს 12 ქართველი ჯარისკაცის სანაცვლოდ გადასცა.
IMAG0112

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები