ლეონიდ ჩერნოვეცკი შვილის დაკავებას არ ადასტურებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი თავისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ ინფორმაცია მცდარია. ჩერნოვეცკი მედიისთვის მიწოდებული ცრუ ბრალდების გამო ესპანელ სამართალდამცველებს სასამართლოში უჩივლებს.
„დღეს დილით საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი, ესპანეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს! საშინელი ამბავი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა გააზვიადეს! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ვაჟი არასდროს ყოფილა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული! მას ეს არ სჭირდება, რადგან მის ანგარიშზე, უკრაინაში ბანკის გაყიდვის შედეგად, პატიოსანი გზით მიღებული თანხები საკმარისად აქვს! ის პატიოსანი ადამიანია! და მისაბაძად კანონმორჩილი! ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია, ის ბარსელონაში, თავის სახლშია, სადაც ამ მომენტისთვის პოლიციის შეკითხვებს პასუხობს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც კავშირშია ამ ვითარებასთან. სტეპანის დაკავება რომ სურდეთ, ის დიდი ხანია დაკავებული იქნებოდა! ესპანეთში ადამიანის დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს პოლიცია ჩემს ვაჟს ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ვინაიდან მათ ეს ამბავი პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, ჩემი ოჯახი ამას უპასუხოდ არ დატოვებს! ჩვენ ბარსელონის პოლიციას ჩემი ვაჟის შესახებ ცრუ ბრალდების გამო სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ! და მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს კომპენსაციის სახით გადაუხდის (ესპანეთში მსგავს საკითხებს სასამართლო ადვილად წყვეტს), ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს. მე მშვიდად ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარსელონაში გავფრინდებოდი და ჩემი ვაჟის გვერდით ვიქნებოდი, რადგან იგი ძალიან მიყვარს და, როგორც შვილს და ბიზნესმენს დიდ პატივს ვცემ! მას კარგი სახელი აქვს და მე მასში დარწმუნებული ვარ! ხვალ მე კიდევ ვაპირებ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას, ან შესაძლოა, ჩემმა ვაჟმა პირადად გააკეთოს განცხადება!“,-აცხადებს ჩერნოვეცკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები