„სასამართლოს რეფორმირების საკითხში პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც საპარლამენტო უმცირესობაში“

დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის.
მიშველაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა, თუმცა დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია, რაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის.
„გაუგებარი და გასაკვირია ცალკეული დეპუტატების კომენტარები, რომ მესამე მოსმენის წინ, როდესაც ხდება მხოლოდ ტექნიკური და სარედაქციო ჩასწორებები, მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ. პრეზიდენტის აზრით, ყოველივე კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმირებისა და გაჯანსაღების საკითხში პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც საპარლამენტო უმცირესობაში“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები