პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესს და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კოდექსის უკეთესი რეფორმა ვერ ხერხდება.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაერთი კონსულტაცია გამართა დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე, მუდმივად მიმდინარეობდა საარჩევნო თემებზე მსჯელობა პოლიტიკურ სპექტრთან, როგორც საკონსტიტუციო ცვლილების, ასევე კოდექსის მიმართულებით.
„მმართველმა კოალიციამ, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, არათუ არ იზრუნა დაპირებების შესრულებაზე, არამედ არცერთ კონსულტაციაში მონაწილეობაც არ მიიღო. პრეზიდენტის აზრით, ეს არ არის იდეალური კანონი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პარლამენტს აქვს ნება, მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, საარჩევნო კოდექსის უკეთესი რეფორმა ვერ ხერხდება. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესს”, -განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები