სალომე ჩარკვიანის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ჩარკვიანს “ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელებმა დოკუმენტებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს

”ცენტრ პოინტ აჭარის” გაყიდვების მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის ოჯახი კომპანიის დამფუძნებლებს უპირისპირდება.
დაკავებულის მამა არ გამორიცხავს, რომ მის შვილს გამოუცდელობის გამო ხელმძღვანელობის დავალებით რაიმე დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს. მისივე განცხადებით, სალომე ჩარკვიანს კომპანიის ფინანსების განკარგვასთან რაიმე შეხება არ ჰქონია. ამასთან, ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება “ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული.
“ჩარკვიანების ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება “ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელობის მიერ ამ თემის პოლიტიზებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეულ პერიოდში სალომე ჩარკვიანი, მართლაც, მუშაობდა კომპანია “ცენტრ პოინტის“ აჭარის ფილიალის შპს “მაგნოლიის“ დირექტორის თანამდებობაზე. გვინდა, ხაზი გაუსვათ იმას, რომ სალომე ჩარკვიანს “ცენტრ პოინტის“ სხვა არცერთ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. ის მოქმედებდა “ცენტრ პოინტის “ დამფუძნებლების პირადი მითითებით, რომლის შედეგადაც მოხდა შპს “მაგნოლიის“ გარკვეულ დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა და გამოტანილი იქნა ფულადი თანხები. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს თანხები მოხმარებულ იქნა დამფუძნებლების მიერ, მათი შეხედულებისამებრ, ისე რომ სალომე არ იყო საქმის კურსში, სად და როგორ იხარჯებოდა ეს თანახები“, – განაცხადა ჩარკვიანების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.
სალომე ჩარკვიანის მამა გუკა რჩეულიშვილის დაკავებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები