„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონით დაიწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონით დაიწყება.
ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია ამ კვირაში მოხდება.
ზაქარია ქუცნაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა შეთანხმება, რომ თავად საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად იყრის.
მისი თქმით, არსებობს შეთანხმება, რომ საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება პარტიის ლიდერების მიერ უნდა მოხდეს. მისივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე საარჩევნო სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში „კონსერვატორებიც“ არიან. “კონსერვატიული პარტია” ყოფილი კოალიციის ერთადერთი სუბიექტია, რომლის წევრებიც „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები