გიორგი კვირიკაშვილი ვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად სტიქიის შემდეგ ვანში არსებული ვითარების გასაცნობად, უკვე ადგილზეა.
იგი სოფლის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა.
მასთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრმა დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო.
სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები