გიორგი მღებრიშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს ეწვევა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს ეწვევა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის „Black Sea Arena“ გადმოცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები