ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება

კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიუტეტში სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოები, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ონანაურის, ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია, 60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები