ნატო და ევროკავშირი „ჰიბრიდულ გამოწვევებს“ ერთობლივად შეებრძოლებიან

ნატომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას, რომლითაც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარე „ჰიბრიდულ გამოწვევებთან“ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა.
საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის ევროკავშირი და ნატო ინფორმაციის გაცვლას, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივ ოპერაციებს მასობრივი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებით თანამშრომლობას გეგმავენ. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო რუსეთთან მიმართებაში ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები