მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ახალი ვებგვერდის – Сyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა (ფოტო – ვიდეო)

მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ახალი ვებგვერდის – Сyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა.
Cyber.kvira.ge ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, როგორც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.
პროექტ Cyber.kvira.ge-ს შექმნის მთავარი მიზანი კიბერუსაფრთხოების კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონაცემთა გაცვლის სააგენტო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. 13606430_1391967550819231_1029499334053853942_n
ვებგვერდზე სისტემატურად გაშუქდება ინფორმაცია, როგორც პროექტის პარტნიორების მიერ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების, ღონისძიებების, აქტივობების შესახებ, ისე მსოფლიოში არსებული სიახლეები, პრობლემები, დაცვის მექანიზმები, ბლოგები, ინტერვიუები სპეციალისტებთან და სხვა.
პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიბერდანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით მედიის აქტიური ჩართულობა.
ღონისძიება რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან DINEHALL -ში გაიმართა.

13575869_1391967744152545_6239600901927165949_o

13615476_1391967677485885_3643860906796116049_n

13615172_1391967630819223_2376603703276719533_n

13557806_1391967617485891_3158286923689428146_n

13592753_1391967450819241_3947405247878096010_n

13615503_1391967390819247_4998057773971462205_n

13557893_1391967334152586_7711213530756430058_n

13626437_1391967314152588_7377890421785078826_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები