ტურისტულ მარშრუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ტურისტულ მარშრუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით გადადგმულმა ბევრმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში ტურისტული ნაკადების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ტურისტულ მარშრუტებზე გაჩნდა საფუძველი, განვითარდეს გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.
ამ მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
პროექტის მიხედვით, გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით ინვესტორს 15 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება. სააგენტო, ჯამში, ინტერესთა გამოხატვას 5 სხვადასხვა პროექტზე აცხადებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სააგენტოს ვებგვერდს: www.nasp.gov.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები