დღეიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლად აშენებულ ესტაკადაზე გადაერთო

4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლად აშენებულ ესტაკადაზე გადაერთო. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება – ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითვალისწინებს.
გზის გაფართოების მიზნით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები