ვახო ჯაჯანიძის ფილმი დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ფესტივალზე წარადგინეს

ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გამოსვლა” დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე – Maine International Film Festival მიიღებს მონაწილეობას.
ფილმს კინოფესტივალის პროგრამაში World Shorts აჩვენებენ.
“გამოსვლა” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს უკვე აქვს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული ჟიურის სპეციალური პრიზი. Maine International Film Festival 8-17 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები