სულხან მოლაშვილის ჩანაწერებიდან – „ჩემს წამებაში ბოკერია და ადეიშვილი მონაწილეობდნენ“

„კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ჩანაწერის იმ ნაწილს აქვეყნებს, სადაც წლების წინ, სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ პატიმრობის დროს მის წამებაში გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.
„ოთახში ბნელოდა, თვალები მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ესენი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები…
მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ საშინელებების ავტორებს, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი ფაშიზმი, პირველი პირისგან წამოსული სისხლისმსმელი კანონები. წამება და გაუპატიურება ყოველთვის ხდებოდა სააკაშვილის ციხეში. მე გავახმაურე ჩემი წამების ფაქტი, სამართალდამცავ ორგანოებსაც მივმართე, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა?! იქ უარესი ფაქტებიც ხდებოდა – გვამებს აფუჭებდნენ, რომ საექსპერტოდ არ გამოსდგომოდა ჭირისუფალს. იყო გვამების გამჭრელი პატიმარი, რომელსაც ეს ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. ე.წ. გვამების გამფუჭებელი ამას აკეთებდა რამდენიმე კოლოფი სიგარეტის საფასურად, ადმინისტრაციის მიერ წახალისებული იყო და იქ კარგად ცხოვრობდა. ეს ყველაფერი სააკაშვილის ორგანიზებული იყო…
2009 წელს, ჩემს შვილს ქუჩაში სასტიკად სცემეს, ლავიწის ძვლები დაუმტვრიეს და ორი ოპერაცია დასჭირდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო. მერე მემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, საჩივარი გამომეტანა სტრასბურგიდან. ბოლო სასამართლო უწყება მოვიდა, როცა ჩემი საქმის განხილვას იწყებდნენ. მოგეხსენებათ, მათ ხელში ისევ რომ მოვხვედრილიყავი, რა დღეში ჩავვარდებოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, საქართველო დამეტოვებინა და პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა საფრანგეთისთვის“, –  წერდა სულხან მოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები