ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

5 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით ოზურგეთის დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თორმეტი (მათ შორის სახელმწიფო და კერძო თეატრები) და ერთი ლიტვური (ქ. პანევეჟისი) თეატრი, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალის მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „გამარჯობა, ხალხო“ (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე) წარუდგენს.
ფესტივალი თავს უყრის ნოდარ დუმბაძის ნაწაროებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში. ათი დღის განმავლობაში ფესტივალის მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული მაყურებელი ნახავს დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
ფესტივალი გაიხსნება ოზურგეთის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ბოშები“, რომელსაც მაესტრო გიზო ჟორდანია ოზურგეთის თეატრის დასთან ამზადებს. მასთან ერთად, სპექტაკლზე მუშაობს ცნობილი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ნოდარ დუმბაძის იუბილე (14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა) ჩოხატაურში, მწერლის სახლ-მუზეუმში და ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლის ჩვენება. ფესტივალს დახურავს ქართულ-ლიტვური კოპროდუქცია, ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „გამარჯობა ხალხო“.
სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ლიტველი და ქართველი მსახიობები ერთდროულად გააცოცხლებენ. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები გურიის ღირშესანისნაობების დასათვალიერებლად და კრიტიკოსთა შეხვედრები პრესასთან. ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინინსტრო, ოზურგეთის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები