თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 100 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში 17 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალ კორპუსებში გადაეცათ.
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში უკვე 691-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 430-მა თბილისის ზღვაზე.
2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები