“არის რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში”

ეკლესია დღეს ზეიმობს ათონის მთაზე გაბრწყინებული წმინდა მამების დღეს, რომელთა შორის ბევრი ქართველია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისივე თქმით, ათონის მთაზე დღესდღეობითაც მრავალი ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს.
„საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში. უფალმა ინებოს, მისი წყალობა იყოს საქართველოსა ზედა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები