სულხან მოლაშვილს 5 ივლისს დაკრძალავენ

ორგანიზაცია – “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.
როგორც ნანა კაკაბაძე წერს, სულხან მოლაშვილის პანაშვიდი დღეს გოგებაშვილის #43 ნომერში 17:00 საათზე, ხვალ კი 11:00 საათზე გაიმართება. ხვალვე, მოლაშვილის ცხედარს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც 17:00 საათიდან სამოქალაქო პანასვიდი გაიმართება.
კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს 5 ივლისს 15:00 საათზე ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები