„Check in Georgia”-ს ფარგლებში ყვარელში მგზავრების კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის ფარგლებში, დღეს ყვარელში, ილიას ტბის საზაფხულო სცენაზე გაიმართება ჯგუფ „მგზავრების” კონცერტი.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5″ და ხოსე კარერასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები