გიორგი ალიბეგაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას დაესწრო.
სხდომა, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა.
სხდომის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“ თბილისში 1-დან 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და ყოვლისმომცველი „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები