თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგმება

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგმება.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ რიმა ბერაძის შუამდგომლობასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ძეგლის დადგმის პროცესი დადგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოცხადებულია კონკურსი და ის მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
,,ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრების უმეტესობა ძეგლის შესაბამისი იქნება და კომისიის წევრების მოწონებას დაიმსახურებს’’, – განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ საუკეთესო ნაშრომი გამოვლენისთანავე კულტურის სამინისტროში გადაიგზავნება.
დეპუტატის ინფორმაციით, გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის სურვილისამებრ, მისსავე სახელობის სკვერში დაიდგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები