ბექა ნაცვლიშვილმა ზემო ფონიჭალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, ზემო ფონიჭალაში მე-12 და მე-16 საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, წყალ – კანალიზაციის პრობლემა 200 ოჯახს მოუგვარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები