შტაინმაიერი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება

„ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება“,-ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
როგორც შტაინმაიერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც გერმანიას აქვს ყველაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა.
„ფაქტი, რომ აქ ვარ, კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ რეფორმებისათვის, რომელიც თქვენმა მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ის პატივისცემა, რომელიც არა მხოლოდ ჩემგან მოდის, არამედ გერმანიისგან და ევროკავშირისგან. ვიცი, რომ საქართველოში უდიდესი მოლოდინია ვიზალიბერალიზაციის მიმართ. საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ.
ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი საკითხია, როდის იქნება. ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული პრევენციული ზომები, რათა მექანიზმი ქმედითად ამოქმედდეს. ის განრიგი, რომელიც რეალურად არსებობს, ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და ახალი დაპირისპირებების კერების აცილებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები