„ნიუ-იორკ თაიმსი“ – ტეხასში აშშ-დან გასვლის მომხრეები გააქტიურდნენ
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ აშშ-ს ტეხასის შტატში შეერთებული შტატებიდან გასვლის მომხრეები გააქტიურდნენ. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინება.
ეს საკითხი აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში, ტვიტერში გაჩნდა ჯგუფი Texit (ბრიტანული Brexit-ის მსგავსად).
სოციალური ქსელის მომხმარებლები მოუწოდებენ შტატის გუბერნატორს გრეგ ებოტს, მიიღოს შესაბამისი ზომები და ამ მოწოდებას თან ურთავენ ფოტოებს, სადაც აშშ ტეხასის გარეშეა გამოსახული. ტეხასის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერმა დენიელ მილერმა განაცხადა, რომ შტატის გამოყოფის ინიციატივას მხარი დაუჭირა 250 ათასმა ადამიანმა. ამ საკითხის კომენტირებისას გამოცემას თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ტეხასს აშშ-დან გამოყოფის არანაირი ფორმალური საფუძველი არა აქვს.