ახალგაზრდა პალესტინელმა 13 წლის მძინარე ებრაელი გოგონა მოკლა

ახალგაზრდა პალესტინელი 13 წლის ებრაელი გოგონას ოთახში შეიპარა და მას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი’ იუწყება.
თავდასხმა ხევრონის მახლობლად, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოხდა. 19 წლის პალესტინელი ერთ-ერთი ებრაელის სახლში შეიპარა და 13 წლის აილელ არიელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი გაუვნებელყოფა სცადა, მაგრამ თავდამსხმელმა ისიც დაჭრა. ამის შემდეგ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით გოგონას მამამ მოკლა.
დაჭრილი გოგონა იერუსალიმის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„მოზარდი გოგონას სასტიკი მკვლელობა ტერორისტების არაადამიანობის მაჩვენებელია, სწორედ ამ ბოროტებას უნდა აღვუდგეთ წინ“ – განაცხადა ტრაგიკული ინციდენტის კომენტირებისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები