შვეიცარიის ფონდის ხუთი თანამშრომელი ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე დაიღუპა

შვეიცარიის ფონდის ხუთი თანამშრომელი ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ორი ადამიანი დაშავდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, Swiss Foundation for Mine Action-ის კუთვნილი ავტომობილი კლდიდან მდინარე პიანჯში ჩავარდა.
საერთაშორისო ორგანიზაციები ტაჯიკეთში განაღმვით სამუშაოებს ახორციელებენ. ნაღმის ველები აქ 1990-იან წლებში, 5-წლიანი სამოქალაქო ომის დროს გაჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები