ფესტივალი „არტ-გენი 2016“ დაიწყო
ხვალ, ფესტივალი „არტ-გენი 2016“, „ფრანთან“ ერთად, შიდა ქართლში, სურამში გადაინაცვლებს. 3 ივლისს კი „არტგენი 2016“-ის რეგიონული ტურნე აჭარაში, ქობულეთის ამფითეატრში „რეგიონის“ კონცერტით დაიხურება.
„არტ-გენი 2016“-მა ბოლნისიდან აიღო სტარტი.
პირველი რეგიონული ტურნე ბოლნისში ჯგუფების -„ფრანის“ და „რეგიონის“ კონცერტით დასრულდა.
ქართული რეწვის და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ფონზე, რეგიონული ანსამბლების ფოლკლორული კონცერტის შემდეგ, “შავფაროსნების” ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენაც გაიმართა.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური, ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება.
რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. 19:00-22:00 საათამდე სხვა და სხვა რეგიონის მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტები გაიმართება. 22:00 საათიდან კი მაყურებელი ანსამბლ „სუხიშვილების“, „ჩვენებურების“, ჯგუფ „რეგიონის“, „გამოუვალი მდგომარეობის“, „ფრანის“, რობი კუხიანიძის, „აუტსაიდერის“, ნინო ქათამაძის, „ინსაითის“ ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს კონცერტებზე დასწრებას შეძლებს.