გიორგი თაბუაშვილი: ლარის გაცვლით კურსზე გავლენა შეიძლება ძალიან ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენა შეიძლება ძალიან ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს.
როგორც გიორგი თაბუაშვილმა მთავრობის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს არჩეული აქვს თავისუფალი, მცურავი რეჟიმი, ხოლო ლარის გაცვლით კურსზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ძალიან ბევრმა ფაქტორმა.
„ახლა მე რომ თქვენ გესაუბრებით, რა შეფასებას და განცხადებას გავაკეთებ, შეიძლება ამანაც კი გარკვეულწილად გავლენა იქონიოს. იგივე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამანაც იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმოქმედა საგარეო ვაჭრობის დინამიკამ, მოქმედებს ასევე მოლოდინები. ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რყევები უეცარი არ იყოს და რაც შეიძლება შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ჩვენ და ეროვნული ბანკი ერთობლივად, ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ უეცარი რყევები არ მოხდეს“, -განაცხადა თაბუაშვილმა.