ლარმა გამყარება დაიწყო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. 30 ივნისს, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3423 ლარი იქნება. 29 ივნისს, ოფიციალური კურსი 2.3709 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5976 ლარად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები