მთავრობის ორი მინისტრი ბიზნესსექტორისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პირველ ვიცე- პრემიერთან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ტექნოლოგიურ პარკში ბიზნესსექტორისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის მონაწილეები ეკონომიკური შინაარსის დავებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკას გაეცნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სასამართლო ხელისუფლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში, სადაც ხაზი გაესვა კერძო სექტორისათვის კონტრაქტების აღსრულებას და საოპერაციო ხარჯის შემცირების მნიშვნელობას.
შეხვდრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.