დონეცკის სიახლოვეს უკრაინელი საოპერო მომღერალი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის სიახლოვეს, ცნობილი უკრაინელი საოპერო მომღერალი ვასილი სლიპაკი დაიღუპა. ის „მემარჯვენე სექტორის“ წევრი იყო და რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ანტიტერორისტული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა.
სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ ფეისბუქში ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა დაწერა.
„ვასილი სლიპაკი, უკრაინელი საოპერო მომღერალი, 19 წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე მან საოპერო კარიერას თავი დაანება და სამშობლოს დასაცავად ჩამოვიდა“, – დაწერა ბუტუსოვმა. ვასილი სპივაკის დაღუპვის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები