პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო დიალოგი შედგა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს 40 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი „საინტერესო და პროდუქტიული“ იყო. ეს პირველი საუბარია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გასული წლის ბოლოს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რამაც მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობის გართულება გამოიწვია.
ამასთან, როგორც თურქული მედია წერს, ერდოღანი და პუტინი პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საუბარი კრემლის ინიციატივით გაიმართა.