მერკელმა და ოლანდმა სტამბოლის ტერაქტები დაგმეს

თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში მომხდარი ტერაქტები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაგმეს.
სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს ევროპელი ლიდერები ბრიუსელში, „ბრექსითის“ საკითხზე სპეციალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს შეტევები და რა მიზნით. ამიტომ ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ნათესავებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
„კატეგორიულად ვგმობ ამ თავდასხმას. უნდა გავარკვიოთ, თუ ვინ მოაწყო ის და რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა აუცილებელი ზომა მივიღოთ. სავსებით ნათელია, რომ ეს თავდასხმები თურქეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში ჩვენ მოქმედებების კოორდინაცია უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები