„რკინის თეატრში“ „ჩიტების“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება

„რკინის თეატრში“ პრემიერაა. 1, 2, 3 და 10 ივლისს, თეატრში წარმოდგენილი იქნება დავით ანდღულაძის სპექტაკლი – „ჩიტები“ (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით).
სპექტაკლში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიც არიან: ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია.
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას – ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.
ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასიათს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან.
სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში. რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ … რაღაცაზეა დამოკიდებული.
სპექტაკლი „რკინის თეატრში“ 20:00 საათზე დაიწყება. მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება. სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები