„ზრდასრულთა განათლების ფესტივალი – 2016“ გაიმართება

1-2 ივლისს, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში „ზრდასრულთა განათლების ფესტივალი – 2016“ გაიმართება, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს ფესტივალის მთავარი კონცეფცია: „სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე“.
„ზრდასრულთა განათლების ფესტივალი“ 1 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ოფიციალურად კონფერენციით გაიხსნება თემაზე: ”ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება”, რომელზეც სიტყვით გამოვლენ: DVV International საქართველოს ოფისის დირექტორი – ლალი სანთელაძე, DVV International კავკასიის, თურქეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორი, მათიას კლინგენბერგი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროვაიდერები როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან: თეთრიწყაროს, ლაგოდეხის, ჩოხატაურის, სენაკის და წალენჯიხის გამგებლები და საკრებულოების წარმომადგენლები გაგვიზიარებენ თავის ხედვას ზრდასრულთა და დამატებითი განათლების როლზე თბილისისა და რეგიონების განვითარებაში, ასევე ისაუბრებენ ზრდასრულთა განათლების სისტემის წარმატებულ ევროპულ მოდელებსა და გამოცდილებაზე.
„ზრდასრულთა განათლების ფესტივალის“ მეორე დღეს, 2 ივლისს, 12:00 საათზე, ვერის პარკში გაიხსნება დიდი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროვაიდერთა ფართო სპექტრი. აქვე მოხდება ზრდასრულთა განათლების ცენტრების კურსების ფარგლებში შექმნილი პროდუქციის პრეზენტაცია. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პროფესიული მომზადების მასტერკლასებში, თექაში და ორიგამის დამზადებაში, ქსოვაში, ქარგვაში, თიხით ძერწვაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA) სტუდენტების მიერ მოწყობილ ერთობლივი ხატვის აქციაში, ხოლოსტილისტი-ტრენერი ჩაატარებს მათთვის საჩვენებელ ტრენინგს.
გამოფენის დამთვალიერებელთა გართობაზე იზრუნებს ხანდაზმული მომღერლების გუნდი “შვიდკაცა” და გიორგი ლაღიძის მუსიკალური ბენდი. ამ დიდ, ხმაურიან და მრავალფეროვან გამოფენას კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი სასტუმრო რედისონიდან საზეიმო ხმაურიანი მსვლელობით შეუერთდება. აქვე გაიმართება ტაიჩის ვარჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის და სამეჯლისო ცეკვები ასაკოვანი წყვილების შესრულებით. ამ დღეს დაგეგმილია ასევე გასვლითი ტური „წითელი ტერორის ნაკვალევზე” – საფეხმავლო მარშრუტი სოლოლაკში სტალინის სისხლიან რეჟიმთან დაკავშირებულ ისტორიულ ობიექტებზე, ამ ტურს გაუძვებიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოლაბის“ მკვლევარები. ამ გამოფენაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ზრდასრულთა განათლების და სათემო განათლების ცენტრები ქვემო ქართლიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, გურიიდან და აჭარიდან, ზრდასრულთა განათლების ორგანიზაციებითბილისიდან დასაუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრები.
ფესტივალის მოხალისეები დაეხმარებიან გამოფენის დამთვალიერებლებს მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში.
ზრდასრულთა განათლების ფესტივალი საქართველოში 2002წლიდან სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონების მასშტაბით.
ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ფესტივალი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იდეის პოპულარიზაციას და ზოგიერთი სამაგალითო პროექტის წარმოჩინებას ემსახურება. ფესტივალები ფართო საზოგადოებას სთავაზობს მრავალფეროვან ღონისძიებებს: ზრდასრულთა განათლების პროვაიდერთა გამოფენები, ტრენინგები, მასტერკლასები, გამწვანების და კედლის მხატვრობის აქციები, სპორტულ ღონისძიებები, ფილმების ჩვენებება, დისკუსიები, გამოფენები, კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები