ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „თალიბანის“ „ბოევიკების“ ლიკვიდაცია მოხდა

ავღანეთის ქუნდუზის პროვინციაში მოძრაობა „თალიბანის“ 15 „ბოევიკი“, მათ შორის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ლიკვიდირებული. ამის შესახებ გამოცემა Khaama-Press-ი იუწყება. ტერორისტები ავიადარტყმის შედეგად გაანადგურეს.
გარდა ამისა, ნანგარხარის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებზე“ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 12 ტერორისტი დაიღუპა და 12 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები