ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.  28 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3436 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5850 ლარად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები