მოლდავეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოლდავეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვლად ფილატს კორუფციის ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ასევე სასამართლომ მისი ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო და ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება აუკრძალა. ბრალდების მხარე ფილატისთვის 19-წლიან პატიმრობას მოითხოვდა.
ვლად ფილატი 2015 წლის ოქტომბერში დააკავეს. ის მოლდავეთის სამი ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარებასთან კავშირში იყო ბრალდებული. ეს თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მერვედს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები