უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში პრეზიდენტის სპიკერმა, ანდრეი ლისენკომ შეატყობინა.
მისი ინფორმაციით, საპარატისტთა მხრიდან დაბომბვების გამო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სტანიცა ლუგანსკაია“ დაიხურა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 36-ჯერ გახსნეს.