ნინო ბასილიამ ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი აიღო

ქართველმა რეჟისორმა ნინო ბასილიამ, ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალზე – CINEMA JOVE, ფილმისთვის “ანას ცხოვრება” ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა. ეს ფილმისთვის უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა.
“ანას ცხოვრება” რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო კინოფესტივალზე Construir Cine მთავარი პრიზის Merit Award მფლობელი გახდა. წინ ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც 10-17 ივლისს ჩატარდება და სადაც ფილმი “ანას ცხოვრება” ასევე საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები