პრემიერი: „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება.

ჩვენს მხარდამჭერს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა, ღირსეულად მართოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალ სპორტის სასახლეში, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება.
„ჩემო მეგობრებო, წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველის. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წელს პირველად იღებს მონაწილეობას დამოუკიდებლად არჩევნებში და ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მთელი შემართებით, განახლებული გუნდით და ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და მკაფიო ხედვებით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე და მოიგოს ეს არჩევნები. ჩვენ ყველამ ერთად ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა, ღირსეულად მართოს ჩვენი ქვეყანა, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერი, პროგრესული და ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების ერთგული პარტიაა, რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
მე დარწმუნებული ვარ, პარტიის თითოეული წევრი და განსაკუთრებით თქვენ – ახალგაზრდები თავს არ დაზოგავთ და იბრძოლებთ არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვებისთვის, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მე მაძლევს თქვენი ანთებული სახეები, თქვენი იმედით სავსე თვალები. გილოცავთ ამ დღეს ჩემო მეგობრებო, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები