გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან დღეს ორმოცი დღე გავიდა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და ზუგდიდის რაიონის გამგებელი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ოჯახს და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოხატეს.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისათვის.
“ამ ადამიანმა თავისი სიკვდილით თითქოს გააერთიანა მთელი ერი,მას ალბათ არც შეეძლო სხვანაირად მოქცევა თავისი ღირსების გამო. მან თავი გაწირა და ჩვენი ყველას ვალია,რომ მის ოჯახს დავუდგეთ გვერდით და მისი შვილები გაიზარდონ ისეთები,როგორც გაუხარდებოდა მამას“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ, გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები