შოტლანდია ევროკავშირში დარჩენის საკითხზე ბრიუსელთან მოლაპარაკების გამართვას აპირებს

შოტლანდიის მთავრობა ბრიუსელთან ევროკავშირში დარჩენის საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს. ამის თაობაზე შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა. ის საექსპერტო საბჭოს მოწვევას აპირებს, რომელთანაც იურიდიულ, ფინანსურ და დიპლომატიურ საკითხებზე კონსულტაციები გაიმართება. ამ დროს კი თავად სტერჯენი ევროკავშირში შოტლანდიის შესვლაზე მოლაპარაკებას გამართავს.
გარდა ამისა, პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტი კანონმდებლობის შეცვლაზე იმუშავებს, რომელიც შოტლანდიას დამოუკიდებლობის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა. ამასთანავე, მთლიანობაში, დიდ ბრიტანეთში ამ ორგანიზაციიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე პირველი რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა. მაშინ მოსახლების უმრავლესობამ დიდ ბრიტანეთში დარჩენას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები